ასოციაცია ჰერა XXI-მ შექმნა ინოვაციური ვებ-გვერდი მშობლებისთვის, ” FORPARENTS.GE”

ასოციაცია ჰერა XXI-მ შექმნა ინოვაციური ვებ-გვერდი მშობლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მათ ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე, რათა მიაწოდონ შვილებს სწორი და ასაკზე მორგებული ინფორმაცია.

საქართველოში ჩატარებულმა უახლესმა კვლევებმა და მათ შორის ასოციაცია ჰერა ХХI-ს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ახალგაზრდების ინფორმირებულობის შესახებ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ აჩვენა, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ სრულფასოვანი ინფორმაცია მათი ცხოვრების უმნიშნელოვანეს ასპექტზე-სქესოვრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
ამის ერთ-ერთი მიზეზი არასანდო წყაროებიდან მიღებული მცდარი ინფორმაციაა და კომუნიკაციის არქონა მშობლებთან აღნიშნულ საკითხებზე, რომელთაც უხერხულობას უქმნით ამ თემაზე საუბარი და არ აქვთ სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია.
სწორედ ეს იწვევს ისეთ პრობლემებს როგორიცაა: დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ნაადრევი ქორწინება და მათგან გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემები.
სწორედ ამიტომ, ასოციაცია ჰერა ХХI-მა შექმნა ვებ-გვერდი FORPARENTS.GE – სრულფასოვანი გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება მშობლებს დაიწყონ საუბარი შვილთან სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.