27 აპრილს, ასოციაცია ”ჰერა XXI”-მ მონაწილეობა მიიღო მოხალისეობის ყოველწლიურ გამოფენაში, რომელიც გაიმართა ,,ჰელფინგ ჰენდ’’-ისა და ,,მშვიდობის კორპუსის’’ ორგანიზებით

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოხალისეებისა და ორგანიზაციების ერთმანეთთან დაკავშირებას და ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

🔷 ღონისძიების მსვლელობისას ასოციაცია ”ჰერა XXI”-მ ფართო აუდიტორიას გააცნო ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, დაინტერესებულ პირებს მიაწოდა ინფორმაცია მოხალისეობის მნიშვნელობაზე, ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებზე, ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, ასოციაციაში მოქმედ სერვისებსა და მოხალისეთა ჩართულობის კუთხით დაგეგმილ აქტივობებზე.