„ჰერა XXI“-ის საგანმანათლებლო შეხვედრა „გოგონათა კლუბის“ წევრებთან:
გასულ კვირას, მედიაციის სახლის მიწვევით, „ჰერა XXI“-მა ჩაატარა შეხვედრა „გოგონათა კლუბის“ წევრ მოზარდებთან. შეხვედრის მიზანი იყო 14-18 წლის ასაკის გოგონების ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთლობის საკითხებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ასევე, იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რაც დაეხმარება მათ ჯანსაღ აზროვნებაში და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.
🔷გასართობი აქტივობებისა და თამაშების დამხარებით შეხვედრამ ძალიან მხიარულად და, რაც მთავარია, ნაყოფიერად ჩაიარა.
🔷იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში ”გოგონათა კლუბი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს და აქტიურად თანამშრომლობს ასოციაცია ”ჰერა XXI”-თან.