
„ჰერა XXI“ ილიაუნის დასაქმების ფორუმზე
ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას საქართველოში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდისთვის.
17 ნოემბერს „ჰერა XXI“-მა მონაწილეობა მიიღო ილიაუნის დასაქმების კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში.
ღონისძიების განმავლობაში სხვადასხვა საფეხურისა და მიმართულების სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის, სერვისების, პროექტებისა და მოხალისეობის შესაძლებლობებზე. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მაღალი იყო სტუდენტების – როგორ გოგონების, ისე ბიჭების – დაინტერესება ორგანიზაციის საქმიანობით, ისინი აღნიშნავდნენ რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით მუშაობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოებისთვის და სურვილს გამოთქვამდნენ ჩართულიყვნენ „ჰერა XXI“-ის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.
მადლობას ვუხდით ყველა სტუდენტს, რომელიც დაინტერესდა „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული პროექტებით და მათ, ვინც შეუერთდა ჩვენს მოხალისეთა გუნდს. ასოციაცია ღიაა ყველა იმ ახალგაზრდისთვის, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის ღირებულებებს და დაინტერესებულია და/ან სურს მეტი გაიგოს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე.