ჰერა XXI-ეს თანასწორ-განმანათლებლები კამპანიას KNOW IT OWN IT-ს შეუერთდა

ასოციაცია ჰერა XXI  ,,ხედვა 2020”-ის  ფარგლებში  საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა,  რომლის სლოგანიც KNOW IT OWN IT (იცოდე და ფლობდე) გახლავთ.  კამპანიის მიზანია  ახალგაზრდებისთვის  ხელმისაწვდომი გახდეს ყოვლისმომცველი განათლება სქესობრივ და რეპროდუქციულ საკითხებზე.

ასოციაცია ჰერა XXI-ეს თანასწორ-განმანათლებლებმა განათლების უფლებებთან დაკავშირებით საინტერესო მესიჯები შეიმუშავეს და ფოტო სესია მოაწყვეს. ამ სიმბოლური აქციით  ჩვენი თანასწორ-განმანათლებლები ეცადნენ თანატოლებისთვის ეჩვენებინათ, რომ განათლებულ გოგონებს მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ. ხოლო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდეს, რომ სქესობრივ საკითხებზე ახალგაზრდების განათლება ხელმისაწვდომი გახადონ.
კამპანია  KNOW IT OWN IT (იცოდე და ფლობდე) ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ფედერაცია (IPPF)-ის ორგანიზებით გაიმართა.
,,ძალიან მწირი, ძალიან დაგვიანებული და ძალიან საჭირო” – ასე ეხმაურება  ფედერაცია ახალგაზრდების განათლებას სქესობრივი კუთხით.
ფედერაციამ, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაციები მსოფლიოს 170 ქვეყანაში ჰყავს, ახალგაზრდების განათლებას სპეციალური ანგარიში მიუძღვნა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდა  10-დან – 24 წლამდე ასაკის 1.8 მილიონი ახალგაზრდისთვის ყოვლისმომცველი  სქესობრივი განათლების საკითხები ხელმისაწვდომი გახადონ.
,,ყველას უფლებაა იცოდეს, რომ ყველა ახალგაზრდა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლებით”  ასე ჰქვია IPPF-ის ანგარიშს სადაც მოთხოვნილია ახალგაზრდების  განათლებაში მეტი ინვესტიცია.  ფედერაცია მიიჩნევს რომ ეს საკითხი დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.
,,ჩვენ ვერ მივაღწევთ ტრანსფორმაციულ ცვლილებებს მხოლოდ მკურნალობაზე ფოკუსირებით. ჩვენ უნდა ავღჭურვოთ ახალგაზრდები როგორც ჯანმრთელობის ასევე სქესისა და სქესობრივი საკითხების პოზიტიური ინფორმაციით” – განცხადა გენერალურმა დირექტორმა თევოდროს მესესმა.
 ანგარიშში დასაბუთებულია, რომ მილიონობით ახალგაზრდა არ ფლობს ინფორმაციას სქესობრივი ცხოვრების შესახებ, ხოლო ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება დაგვიანებულია.
გამახვილებულია ყურადღება იმაზეც რომ სკოლის პედაგოგებს  არ აქვთ ადეკვატური მომზადება და ისინი ყურადღებას მკურნალობის შედეგებზე უფრო ამახვილებენ,  ვიდრე უფლებების აღიარებაზე.
ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ფედერაცია დარწმუნებულია, რომ ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლების მიწოდება არაფორმალურ გარემოში,  საკლასო ოთხს გარეთ უნდა ხდებოდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდებისთვისაც.
,,ზოგი მშობელი შიშობდა , რომ  სქესობრივი განათლების მიღება მათ შვილებს სექსუალური კავშირებისაკენ უბიძგებდა. ჩვენ ავხსენით, რომ ეს უფრო იყო მათი შვილებისთვის იმ უნარებით აღჭურვა , რომლითაც ისინი შეძლებდნენ თავის დაცვას პოტენციური მოძალადეებისგან.    ჩვენ ასევე ავუხსენით,  რომ  მათ სჭირდებათ ეს უნარები იმისთვის, რომ გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, შეძლონ  მეგობრობის და სიყვარულის გამიჯვნა” – ამბობს ვესნა ტურმაკოვსკა, რომელიც მაკედონიაში  განსაკუთრებული სირთულეების მქონე ახალგაზრდებთან მუშაობს.