ჰერა XXI აცხადებს აქტიური , მოტივირებული ახალგაზრდების მიღებას ქ. ქუთაისის ახალგაზრდულ – მეგობრულ ცენტრში

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია ჰერა XXI  „ – პროექტ ,,ჯანმრთელითაობის ფარგლებში” აცხადებს აქტიური , მოტივირებული ახალგაზრდებისმიღებას ქ. ქუთაისის ახალგაზრდულ – მეგობრულ ცენტრში .

პროგრამის ფარგლებში შერჩეული  აქტიური ახალგაზრდები ჩაერთვებიანახალგაზრდულ-მეგობრული ცენტრის საქმიანობში,  სხვადასხვა ტიპისსაინფორმაციო- საგანმანათლებლო თუ გასართობ-შემეცნებით  აქტივობებისდაგეგმვისა და განხორციელების პროცესში .

ახალგაზრდულ-მეგობრული  ცენტრის  მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

ასოციაცია ჰერა XXI ხელს უწყობს   :

*   ახალგაზრდებისათვის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ მაღალხარისხიანი განათლების მიღების და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;

* ახალგაზრდების ჩართულობასა და მონაწილეობას  საერთაშორისო პროექტებში; მათ გაწევრიანებას საერთაშორისოახალგაზრდულ ქსელებში.

* ახალგაზრდების  უნარ-ჩვევების გაძლიერებას : ლიდერობა,  გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თანასწორ-განმანთლებლობა, ტრენერთა უნარ-ჩვევები;

*  ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას -ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ გარემოში;

* ახალგაზრდების საზოგადოებრივ,  ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში  აქტიური ჩართვის შესაძლებლობას;

* სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მათი უფლებების დაცვას და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას.

განმცხადებელს უნდა:

  • აინტერესებდეს რეპროდუქციული ჯანმრთელობისa da uflebebis  სფერო;
  • იყოს მონდომებული და სურდეს ჩაერთოს ახალგაზრდულ მეგობრული ცენტრის საქმიანობაში;
  • აინტერესებდეს არასამთავრობო სტუქტურის მენეჯმენტის შესწავლა და პროგრამების მართვა;
  • ქონდეს სურვილი განავითაროს ~ლიდერი~-ს უნარჩვევები;
  • ქონდეს სურვილი ისწავლოს დამოუკიდებელი მუშაობა;
  • ქონდეს სურვილი ისწავლოს და განვითაროს ~ტრენერი~-ს უნარ-ჩვევები.

მოთხოვნები :

  • ასაკი 15-29 წელი;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • შეეძლოს ინტერნეტითა და  ელექტრონულ ფოსტით სარგებლობა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ;

სააპლიკაციო პროცედურა:

  • შერჩევის პირველ ეტაპზე მსურველებმა უნდა გამოგზავნონ პირადი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი;
  • მეორე ეტაპი მოიცავს გასაუბრება;

დაინტერესებულ ახალგაზრდებს გთხოვთ 2016 წლის 20 ივლისამდე გამოგზავნოთ რეზიუმე(CV) და სამოტივაციო წერილიშემდეგ ელექტრონულ მისამართზე :ntsul@caucasus.net დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ ,დაგვიკავშირდეთნომერზე :  032 2 14 28 53

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www.hera-youth.ge