ხედვა და მისია

ჩვენი ხედვა

ჩვენ ვისწრაფვით ისეთი დემოკრატიული და ჰარმონიული საზოგადოების მშენებლობისკენ, სადაც თითოეულ ადამიანს ხელი მიუწვდება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ყოვლისმომცველ განათლებასა და მაღალხარისხიან სერვისებზე, სადაც თითოეული ადამიანის სქესობრივი და რეპროდუქციული უფლება რეალიზებულია.

ჩვენი მისია

ასოციაცის „ჰერა XXI“ ხელს უწყობს ქვეყანაში მოხალისეთა მოძრაობის გაძლიერებას, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზებას: სრულფასოვანი სქესობრივი განათლების უზურუნველყოფით, მაღალ ხარისხიანი სერვისების მიწოდებით, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ადვოკატირებით, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.

შედეგი 1

ქვეყანაში SRHR – მიმართ პოლიტიკური სოციალური და ეკონომიკური გარემო გაუმჯობესებელია ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებით.

შედეგი 1
მთავრობის წარმომადგენელთა მზაობის გაზრდა  SRHR – თან მიმართებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 

შედეგი 2
თემის ლიდერთა    უნარების გაძლიერება SRHR – თან დაკავშირებული ადვოკატირებისათვის. 

შედეგი 2

საქართველოში ახალგაზრების უმეტესობას აქვს ცოდნა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, აკეთებს თავისუფალ არჩევანს და თავისი უფლებების რეალიზებას.

შედეგი 1
SRHR -ზე ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდა და მათთვის სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

შედეგი 2
ახალგაზრდული აქტივიზმის გაძლიერება და მოტივირებული ახალგაზრდების ჩართვა  SRHR – თან დაკავშირებულ ღონისძიებებში. 

შედეგი 3

საქართველოს მოსახლეობის ღარიბი და მოწყვლადი   ჯგუფების მეტ ნაწილს  ხელი მიუწვდება   უფლებებზე დაფუძნებულ სრჯუ-ის  სერვისებზე.

შედეგი 1
მოსახლეობის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის უფლებრივად დაცული, პაციენტზე ორიენტირებული   SRHR სერვისების უზრუნველყოფა.

შედეგი 2
ორგანიზაციის პარტნიორი კლინიკების მიერ მიწოდებული SRHR  სერვისები არის მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი; 

 შედეგი 4

ასოციაცია ჰერა XXI არის ფინანსურად მდგრადი და  უზრუნველყოფს  ძლიერ მოხალისე აქტივისტებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას.

შედეგი 1
ორგანიზაციის მოხალისეთა მოძრაობის გაზრდა, სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ლიდერების გაძლიერებით;

შედეგი 2
ასოციაცია “ჰერა XXI”-ის ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად რესურს მობილიზაციასთან დაკავშირებული უნარების გაძლიერება.