სოციალური მუშაკის კონსულტაცია

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ გთავაზობთ სოციალური მუშაკის უფასო, პირისპირ, სატელეფონო კონსულტაციას ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:30 საათიდან – 18:30 საათამდე.

დაგვიკავშირდით ნომერზე 0 32 2 01 12 21 – (სოციალური მუშაკის შიდა ნომერი „2“) და მიიღეთ სოციალური მუშაკის მომსახურება სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით ანონიმურად კონფიდენციალურ გარემოში:

 

  • სოციალური მუშაკი გაგესაუბრებათ თქვენს საჭიროებებზე;
  • გაგიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას გენდერული ნიშნით ძალადობისა და სოციალური უთანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით;
  • მიიღებთ თანამედროვეინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით, ოჯახის დაგეგმვის მომსახურეობის შესახებ;
  • სოციალური მუშაკი დაგაკავშირებთ თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სამედიცინო, სოციალურ და იურიდიულ სერვისებთან.