სიახლეები

კამპანიის - „ახალგაზრდაზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე- შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა“ - ფარგლებში ერთ-ერთი პირველი საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია ჩატარდა ქ. ქუთაისის ახაგაზრულ ცენტრში. სესიას უძღვებოდა „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებელი Mariam Chakvetadze. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ადრეულ ქორწინებასა და ქალთა უფლებებზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში. ასევე, განიხილეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი მნიშვნელობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვისთვის. შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობით წარიმართა. ...

30-31 ივლისს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებლებსა და მოხალისეებს ჩაუტარდათ TOT-ტრენინგი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ტრენინგზე განხილული ძრითადი თემებია: მოზარდობა და მისი თანმდევი პროცესები; სქესი, გენდერი და მისი მახასიათებლები; რესპროდუქციული ჯანმრთელობა და სერვისები; ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეფციის საშუალებები; უსაფრთხო აბორტის მეთოდები; განაყოფიერება და ორსულობა; ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. ამ და სხვა თემების სიღრმისეული ანალიზის გარდა, ტრენინგი მოიცავდა არაერთ საინტერესო აქტივობას - სავარჯიშოსა თუ სიტუაციურ ამოცანას, რომელიც ეხმარებოდა მონაწილეებს საკითხების უკეთ აღქმასა და გააზრებაში. საბოლოოდ, ტრენინგის ორივე დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ტრენერისთვის -...

27, 28 და 29 ივლისს, მშოდობის კორპუსის და ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ერთობლივი გოგონათა ბანაკის, Self ბანაკის მომავალ ლიდერებს ჩაუტარდათ მოსამზადებელი ტრენინგ-კურსი. ტრენინგების მიზანი იყო, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შერჩეული გოგონების გადამზადება და მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. 🔴მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეებთან ერთად, გოგონებს საინფორმაციო სესიები ჩაუტარეს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული ჯუფის წევრებმა. გარდა ორგანიზაციის, მისი ახალგაზრდულ-მეგობრული სერვისებისა და „ჰერა XXI“-ში მოხალისეობის შესაძლებლობებისა, მონაწილეებმა განიხილეს Self Camp-ის ძირითადი თემატური საკითხები: რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ოჯახის დაგეგმვა, სსგი და ა.შ. 🔵Self-ბანაკის...

გასულ კვირას ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ჩაატარა კიდევ ერთი შეხვედრა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფთან. შეხვედრა გაიმართა თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ოფისში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მომავალი მკვლევრებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც გულისხმობდა საველე სამუშაოების სიმულირებას.  ...

23 ივნისს, ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ახალ თანასწორ-განმანათლებლებს ჩაუტარდათ კიდევ ერთი ტრენინგი. მეთოდოლოგიური ტრენინგების შემდეგ, დამწყებმა თანასწორ-განმანათლებლებმა მიიღეს კვალიფიციური და პროფესიონალური ინფორმაცია იმ თემებზე, რომლებზეც შემდგომ თავად ჩაატარებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს. კერძოდ, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე. ტრენინგზე ახალგაზრდებმა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების კუთხით არსებობს ჩვენს ქვეყანაში; ისაუბრეს რეპროდუქციული უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე; გაეცნენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კანონმდებლობას ამ მიმართულებით და ა.შ. ჩვენი თანასწორ-განმანათლებლები უკვე მზად არიან თავადვე ჩაატარონ ტრენინგები და მათი ცოდნა გაუზიარონ თავიანთ თანატოლებს საქართველოს სხვადასხვა...

ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფი, რომელიც ორგანიზაციის სამუშაო თემატიკის შესაბამისად, იმუშავებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ კვლევებზე. ჯგუფი შედგება სოციალური მეცნიერებების მიმართულების სტუდენტებისა და თემით დაინტერესებული ახალგაზრდებისგან, რომლებსაც ჩაუტარდათ ოთხ დღიანი ტრენინგი თემაზე: შესავალი სოციალური კვლევის მეთოდებში, სადაც მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, საველე სამუშაოების სპეციფიკა, ანკეტირება, ფოკუს ჯგუფი, ჩაღრმავებული ინტერვიუ და სხვა. ტრენინგები, გარდა თეორიული ნაწილისა, მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებს - სიტუაციურ ამოცანებს, ჯგუფურ სამუშაოებს, დისკუსიებს და ა.შ....

2 ივნისს, ასოციაცია ჰერა ოცდაერთის ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერი მაკა ჩილინგარაშვილი ეწვია ორგანიზაციის რეგიონულ ახალგაზრდულ ჯგუფს ქ. ახალციხეში. ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ჰერა ოცდაერთის ახალგაზრდული მიმართულებების მუშაობის სპეციფიკაზე და ახალგაზრდულ პროგრამებზე, ახალგაზრდულმა ლიდერმა ჯგუფს გააცნო ჯგუფის მუშაობის საუკეთესო პრაქტიკები და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, რის საფუძველზეც ახალციხის ჯგუფი დაგეგმავს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდებზე ორიენტირებულ აქტივობებსა და კამპანიებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდების გააქტიურებას და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას, ადგილობრივი ახალგაზრდების პოტენციალის სრულად რეალიზებასა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესებში...

31 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა მოხალისეობის გამოფენა/ფორუმი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ასოციაცია „ჰერა XXI“-მა სხვა 30 სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად. „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლები დამთვალიერებელ ახალგაზრდებს ესაუბრნენ მოხალისეობის როლზე როგორც თავად ახალგაზრდების პროვნული განვითარების, ისე ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესებში. ღონისძიების შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა ასოციაციის მოხალისეთა ბაზა. ...

ღონისძიება გაიმართა 18 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  და მასში მონაწილეობდნენ სხვადსხვა საფეხურისა და ფაკულტეტის ახალაგზრდები. „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ორგანიზაციაში მოხალისეობის შესაძლებლობებზე, ასევე, გააცნეს „ჰერა XXI“-ის სერვისები და პროექტები. საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა - როგორ გოგონები, ისე ბიჭები - დაინტერესდა ორგანიზაციის საქმიანობით. ისინი აღნიშნავდნენ რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით მუშაობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოებისთვის და სურვილს გამოთქვამდნენ ჩართულიყვნენ „ჰერა XXI“-ის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.  მადლობას ვუხდით ყველა სტუდენტს, რომელიც დაინტერესდა „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული პროექტებით და მათ, ვინც შეუერთდა ჩვენს...

27 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ახალგაზრდული საზოგადოებრივი რესურსების გამოფენა. ღონისძიება ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობას იღებდა 300-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი თბილისისა და რეგიონების 25 სკოლიდან. გამოფენას, სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად ესწრებოდა ასოციაცია „ჰერა XXI“. ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები ღონისძიებაში მონაწილე მოზარდებს ესაუბრნენ ჯანსაღი კვების, სპორტული აქტივობების მნიშნელობის, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ასევე, იმ ფიზიოლოგიური თუ ემოციური ცვლილებების შესახებ, რაც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს გარდატეხის ასაკში. დაინტერესებულ მოსწავლეებს კი დეტალურად გააცნეს ორგანიზაციის...