სიახლეები

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთისა" და მშვიდობის კორპუსის ერთობლივი გოგონათა ბანაკის, SELF-ის, აღმოსავლეთის ნაკადიც. ამჯერად, ორგანიზაციას წარადგენდნენ ჩვენი თანასწორ-განმანათლებლები და ახალგაზრდული ჯგუფის წევრები Nino Ugulava, Tamta Kakhaberidze და Maka Chilingarashvili. ბანაკის ხუთი დღე, დასავლეთის ნაკადის მსგავსად, სავსე იყო ნაყოფიერი და საინტერესო საგანმანათლებლო სესიებით, სპორტული თამაშებით, მხიარული და შემოქმედებითი აქტივობებით. მოზარდი გოგონებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ასაკობრივ პრობლემებსა და სხვა, მათთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციას იღებდნენ მეგობრულ, სანდო და მათდამი კეთილგანწყობილ გარემოში. ბანაკის მონაწილე გოგონების გამოხმაურებებმა და შეფასებებმა, ასევე, სესიების დროს გამართულმა...

ტრენინგის მიზანი იყო მსმენელებს მიეღოთ ცოდნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მიდგომებზე, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და ფსიქო-სოციალურ ასპექტებზე, მათი კომპეტენციის შესაბამისად. ტრეინინგს უძღვებოდა, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მაკა გეგეჭკორი. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასოციაცია „ჰერა XXI“-ი მისი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, მუდმივად ზრუნავს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე....

SELF ბანაკში მონაწილეობას იღებენ 13-17 წლის გოგონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომელებიც მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოში, განიხილავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, რეპროდუქციული ჯანმრთელობასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს; სწავლობენ გუნდურ მუშაობასა და შემოქმედებით აზროვნებას; ჩართულები არიან მრავალფეროვან ფიზიკურ და საგანმანათლებლო აქტივობებში. ბანაკში „ჰერა XXI“-ს წარმომადგენლები იყვნენ Anna Jakeli Maka Chilingarashvili და Lela Vardidze. ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა მონაწილე გოგნებისთვის ჩაატარეს საინფორმაციო სესიები შემდეგ თემებზე: ადამიანის რეპროდუქციული სისტემა, რეპროდუქციული უფლებები და გენდერული თანასწორობა, ადრეული ქორწინება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოხალისეობა და ა.შ. პირველმა ნაკადმა წარმატებით ჩაიარა, ბანაკის მონაწილე გოგონები თითოეულ...

ტრენინგის დასახელება:  რეპროდუქციული ჯანმრთელობა საექთნო პრაქტიკაში ტრენერი: მაკა გეგეჩკორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე ტრენინგის ჩატარების დრო: 8-9 სექტემბერი მონაწილეთა რაოდენობა:  12 ექთანი   ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: ბებიაქალები და ზოგადი პრაქტიკის ექთნები ტრენინგის ღირებულება: ტრენინგი არის უფასო ტრენინგის მიზანია: მსმენელმა მიიღოს ან განაახლოს ცოდნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, თანამედროვე მიდგომებზე, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და ფსიქო-სოციალურ ასპექტებზე კომპეტენციის ფარგლებში. შერჩევის კრიტერიუმები: მსმენელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საექთნო საქმე, სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა განაცხადი გასაკეთებლად გთხოვთ, გამოაგზავნოთ HR@HERAXXI.GE-ზე შემდეგი დოკუმენტები: დიპლომი პირადობის მოწმობის ასლი ავტობიოგრაფია/СV სამოტივაციო წერილი გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ არაუგვიანეს...

12 აგვისტო ახალგაზრდების საერთაშორისო დღეა! ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1999 წლიდან აღინიშნება და ყოველ წელს სხვადასხვა სლოგანის ქვეშ აერთიანებს მილიონობით ახალგაზრდას მთელი მსოფლიოდან. წლევანდელი ღონისძიებები ფოკუსირებულია ახალგაზრდებისთვისთვის უსაფრთხო სივრცეების შექმნაზე და აღნიშნული კამპანია განხორციელდა „ჰერა XX“-ის სლოგანის ფარგლებში „ახალგაზრდებზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა.“ ახალგაზრდების საეთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ორგანიზებიც  15 საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია ჩაატარდა საქართველოს 6 ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, 12 აგვისტოს, თბილისში, ქუთაისში, ახალციხესა და ხობში ჩატარდა ახალგაზრდების საინფორმაციო დღისადმი მიძღვლინი...

🔹ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს, 12 აგვისტოს კი ახალციხის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა (Tamar Maisuradze Mariam Nadiradze) ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია და ვიქტორინა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებეთან დაკავშირებულ საკითხებზე.  ვიქტორინაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული გუნდები, გამარჯვებულებს „ჰერა XXI“-ისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.“ 🔹ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მასწავლებლები და მშობლები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს „ჰერა XXI“-ს ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაგავშირებით რეგიონში განხორციელებული აქტივობებისთვის. 🔹შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კამპანია განხორციელდა „ჰერა XX“-ის კამპანიის ფარგლებში „ახალგაზრდებზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა.“ ...

ახალგაზრდების საერთაშორისო დღე ხობში! ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო ვიქტორინითა და საინფორმაციო კამპანიით გამოეხმაურა ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ბაზაზე შექმნილი ხობის ახალგაზრდული ჯგუფი. ღონისძიება ხობის თეატრში გაიმართა და მას ახალგაზრდებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებლების მიერ ჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიების მონაწილე ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა, გამარჯვებულებს კი ორგანიზაციისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიების ორგანიზებისთვის დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდულ ჯგუფს ხობში, განსაკუთრებით კი ორგანიზაციის თანასწორ-განმანათლებლებს Levan Buskandze-სა და ლევანი თოდუა-ს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კამპანია განხორციელდა „ჰერა XX“-ის კამპანიის ფარგლებში „ახალგაზრდებზე მორგებული...

ახალგაზრდების საეთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია „ჰერა XXI“-მ საქართველოს 5 რეგიონში ჩაატარა ახალგაზრდული აქტივობების კვირეული, რომელიც 12 აგვისტოს დასრულდა კამპანიითა და საგამნანათლებლო ვიქტორინთ. 🔵თბილისში, აღნიშნული აქტივობა გაიმართა კიკვიძის პარკში, სადაც ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდებს მიულოცეს ეს დღე და შესთავაზეს მინი-ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება. მონაწილეებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ის თემები, რასაც ეხებოდა ვიქტორინის კითხვები - ისინი აღნიშნავდნენ რომ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, არსებობს ინფორმაციული ვაკუუმი და რომ საჭიროა სივრცეები, სადაც მათ შეელებათ სწორი და პროფესიონალური ინფორმაციის მიღება ამ...

📎ასოციაიცა „ჰერა XXI“-მა აგვისტოს პირველივე დღეებიდან დაიწყო კამპანია სახელწოდებით „ახალგაზრდებზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა.“ 📎კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები ჩატარდება, 12 აგვისტოს - ახლგარზდების საერთაშორისო დღეს კი შემაჯამებელი ღონისძიებებით დასრულდება, რომელიც 3 ქალაქში - თბილისში, ახალციხესა და ხობში - ერთდროულად გაიმართება. 📎სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, 3 აგვისტოს, „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებლები ეწვივნენ ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრს. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისაუბრებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმსიაწვდომობაზე. განიხილეს ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის მეთოდები, სქესობრივი გზით გადამდენი ინფეციები...

⚫აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ჩვენმა თანასწორ-განმანათლებლებმა (Tamar Maisuradze Mariam Nadiradze) საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები სამცხე-ჯავახეთში ჩაატარეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ახალგაზრდებმა გაიცნეს ორგანიზაცია და ჩვენი ახალგაზრდული აქტივობები, ისაუბრეს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და მის მნიშვნელობაზე, განიხილეს ოჯახის დაგეგმვის მეთოდები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და მათი პრევენციის შესაძლებლობები. ⚫აქტივობა განხორციელდა „ჰერა XX“-ის კამპანიის ფარგლებში „ახალგაზრდებზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა.“...