სიახლეები

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]2019 წლის 4-5 სექტემბერს, მოლდოვამ Beijing +25-ს რეგიონულ კონსულტაციას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მიიღეს. ღონისძიებას რუმინეთის, ბელარუსის, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის და მოლდოვის არასამთავრობო და ქალთა ორგანიზაციები დაესწრნენ და ბეიჯინგის მოქმედებათა პლატფორმის დაარსებიდან 25 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი შეაფასეს. მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშე ქალები და გოგონები ისევ დგანან. საქართველოდან, რეგიონალურ კონსულტაციაში მონაწილეობა ასოციაცია „ჰერა XXI”-ს დირექტორმა, ნინო წულეისკირმა მიიღო. "1995 წელს, საქართველო შეუერთდა პეკინის სამოქმედო პლატფორმას. 2019 წლის აპრილის თვეში საქართველოს მთავრობამ წარადგინა პეკინის დეკლარაციისა...

ქალბატონო ეკატერინე მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ მე ვარ ეკატერინე ჯორკოშვილი-ნოდია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საოქმო განყოფილების უმცროსი სპეციალისტი. ასოციაცია "ჰერა XXI"-ს მიერ ჩატარებული სემინარი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან მივიღე მეტი ინფორმაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ. ჩემთვის, როგორც იურიდიული სამსახურის წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდე თუ რა უფლებრივ პრობლემებთან გვაქვს საქმე ამ საკითხთან მიმართებაში. ასევე, მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს თუ როგორ ხდება არსებული კანონმდებლობის პრაქტიკაში გადატანა და რეალური აღსრულება. როგორ ხედავთ ადგილობრივ დონეზე რა შეიძლება გაკეთდეს სექსუალურიდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მხარდასაჭერად? მე მიმაჩნია, რომ ქალთა ოთახი და გენდერული თანასწორობის საბჭო ერთობლივად და კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ, რომ ხელისუფლებამდე მიიტანონ ის პრობლემები,...

ქალბატონო ლელა მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ მე ვარ ლელა კვირიკაშვილი. წარმოვადგენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს. ასოციაცია "ჰერა XXI"-ს მიერ ჩატარებული შეხვედრები იყო ძალიან დროული და მე ვიტყოდი აუცილებელიც. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, თუ რა საჭიროებები აქვთ ქალებს და როგორ უპასუხონ ამ საჭიროებებს. როგორ ხედავთ ადგილობრივ დონეზე რა შეიძლება გაკეთდეს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მხარდასაჭერად? ქალთა ოთახი და გენდერული თანასწორობის საბჭო აუცილებელია, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა შეძლოს ზუსტად გაიგოს, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან ქალები და რა სჭირდებათ მათ. დაყოფილი საქმე ყოველთვის უკეთესად კეთდება....

  გადაუდებელი კონტრაცეფცია აერთიანებს ყველა იმ მეთოდს, რომელიც გამოიყენება დაუცველი სექსუალური აქტის შემდეგ ორსულობის დადგომამდე. მსგავსი მეთოდი საშუალებას აძლევს ქალებს თავიდან აიცილონ არასასურველი/დაუგეგმავი ორსულობა და აბორტის საჭიროება. გადაუდებელი კონტრაცეფცია საკმაოდ ეფექტური მეთოდია, რომელიც დაუგეგმავი ორსულობის შანსს 99%-ით ამცირებს. მიუხედავად მისი დადებითი მხარეებისა, გადაუდებელი კონტრაცეფცია ხშირად არ გამოიყენება,რადგან ბევრ ქვეყანაში, ქალებს კონტრაცეფციის ამ მეთოდებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. ჯერ კიდევ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ ბევრ ქალს გადაუდებელ კონტრაცეფციის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გააჩნია.  გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდებზე წვდომის შეზღუდვის მიზეზი ხშირად მისი აბორტთან გაიგივება ხდება თუმცა, აღნიშნული არგუმენტი ყოველგვარ...

ქალბატონო თამარ მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ  მე ვარ თამარ ლეთოდიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი და ქალთა ოთახების რეგიონალური კოორდინატორი. ასოციაცია "ჰერა XXI"-ს მიერ ჩატარებული სემინარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფო მოხელეებისთვის, რომლებიც საკუთარი საქმიანობით, პირდაპირ კონტაქტში არიან ადგილობრივ ქალებთან და გოგონებთან. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, არსებობს საკმაოდ ბევრი პრობლემა. მსგავსი შეხვედრები გვეხმარება ავიმაღლოთ ცნობიერება სექსუალური და რეპროდუქციული საკითხებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპებისა შესახებ. გარდა ამისა, მე პირადად, უკეთ დავინახე ის საჭიროებები, რაც...

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]ქალბატონო ლეილა გვითხარით თქვენი და თქვენი მუინიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ? მე ვარ ლეილა ბენდელიანი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის მენეჯერი. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ასოციაცია "ჰერა XXI"-ს სემინარის ჩატარებისთვის. მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, ასევე გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების შესახებ ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ამაღლების თვალსაზრისით. აღნიშნული საკითხებზე არავინ საუბრობს როგორც ქართულენოვან მოსახლეობაში, ასევე ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. განსაკუთრებით რთულია გენდერული თანასწორობის პრინციპებსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი სოფლებში. ამიტომ, მსგავსი ღონისძიებებით ჩვენი გაძლიერება აუცილებელი, დროული და ძალიან...

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]📌 29 ივლისს, სასტუმრო „მოქსიში“, ასოციაცია „ჰერა XXI”-ს ორგანიზებით,ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისათვის გაიმართა სემინარი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების შესახებ . 👥📚სემინარში მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობების - მარნეულის, ბოლნისის, წალკის, გარდაბნის, რუსთავის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტების და ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. 🎯სემინარი მიზნად ისახავდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხების მხარდაჭერის გაძლიერებას და ქმედითი ნაბიჯების განსაზღვრას გენდერული თანასწორობისთვის, აგილობრივი ხელისუფლების დონეზე. 👥📝მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საჭიროებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით, გაუზიარეს...

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]📚🤝ასოციაცია ჰერა-XXI- სა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის(SEU) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დასრულდა სალექციო კურსი "სენსიტიური თემების გაშუქება მედიაში". 🎯 კურსის მიზანს წარმოადგენდა მომავალი პროფესიონალებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათი როლის გააზრება ისეთი სენსიტიური და კომპლექსური საკითხების გაშუქებისას, რომელსაც ეს სფერო აერთიანებს. 👩‍🏫 კურსი ოთხი სალექციო შეხვედრისგან შედგებოდა,რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტიკის და მომიჯნავე მიმართულების სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა და გაეუმჯობესებინად მათი პრაქტიკული უნარჩვევები. 📊📈📋კურსის განმავლობაში მონაწილეებმა იმუშავეს ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც მოიცავდა საკონკურსო ნაშრომის მომზადებას სენსიტიური რეპორტინგის ტექნიკების...

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]15 მაისს, სასტუმრო ბილტომორში ასოციაცია “ჰერა XXI”-ის მიერ ჩატარაებული კვლევის “უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერების” პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში, რეპროდუქციული ასაკის ქალებში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების გამოვლენა. კვლევის ფარგლებში, საქართველოს 7 რეგიონში სიღრმისეული ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა 91 ქალი. მსგავსი მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა, არა მხოლოდ უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერებთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის შეგროვება, არამედ რესპონდენტი ქალების სოციალური, ფსიქოლოგიური და ემოციური სირთულეები გამოვლენა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით უპრეცენდენტოა, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს 7 რეგიონიში შეგროვდა სერვისით მოსარგებლე ქალების პირადი,...

[vc_row full_screen_section_height="no"][vc_column][vc_column_text]ასოციაცია “ჰერა XXI” ეხმიანება სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც ეს ქმედება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება და აღნიშანვს, რომ ეს წინგადადგმული და პოზიტიური ნაბიჯია. შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა ქალთა უფლებების დაცვისა და მათი ეკონომიკური თუ პოლიტიკური გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობაა. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში. სექსუალური შევიწროება, როგორც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და უთანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინება, საქართველოშიც აქტუალური...