სასწავლო კურსი მომავალი ჟურნალისტებისთვის!

ასოციაცია  HERA XXI სეუ-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტთან და კარიერის განვითარების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს გთავაზობთ 2 კვირიან უფასო სასწავლოს კურსს.

📓 სასწავლო პროგრამა მორგებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე და მოიცავს შემდეგ თემებს:

 

 სენსიტიური რაპორტინგი;
 სქესობრივი ჯანმრთელობა;
 რეპროდუქციული უფლებები;
 გენდერული თანასწრობა;
 საზოგადოებრივი ჯანმრთელობა;
 რეგულაციები და საკანონმდებლო სივრცე.

📅 სასწავლო კურსი დაიწყება 17 ოქტომბრიდან და შედგება ოთხი თემატური სესიისგან. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სეუ-ს, ისე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს.

🎯 სესიებს გაუძღვება მოწვეული ტრენერი, ჟურნალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი: ვიკა ბუკია.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი, ადგილები შეზღუდულია!
სარეგისტრაციო ბმული: http://bit.ly/2PrIPG1