ასოციაცია ჰერა XXI აცხადებს კონკურსს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია ჰერა ოცდაერთი“, თბილისის მერიის ააიპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობით, აცხადებს ნაშრომების მიღებას კონფერენციისთვის „ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები “

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.  მიიღება ინდივიდუალური ან ორი ავტორისგან შემდგარი ჯგუფური ნაშრომები.

კონფერენციის პირობები:

ნაშრომი მიიღება შემდეგ თემებთან დაკავშირებით:

1. ადრეული ქორწინება:

  • ადრეული ქორწინება და მისი გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე: მოზარდის ორსულობასთან დაკავშირებული რისკები და პრევენცია;
  • ადრეული ქორწინება, როგორც ბარიერი განათლებისა და კარიერული განვითარებისთვის;
  • ადრეული ქორწინების სოციო-კულტურული შედეგები;

2. სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ახალგაზრდებში:

  • სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ინფორმაციისა და განათლების ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებისთვის  საქართველოში;
  • ახალგაზრდების კონფიდენციალური და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურეობა: საჭიროებები და გამოწვევები;
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების, მათ შორის ოჯახის დაგეგმვისა და უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებში: ფინანსური და ტერიტორიული ბარიერები,  მათ საჭიროებებზე მორგებულ, სტიგმისგან თავისუფალ სერვისებზე წვდომა.

მონაწილეს შეუძლია აირჩიოს ჩამოთვლილი ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე. გთხოვთ, ნაშრომის სათაურში მიუთითოთ შესაბამისი თემის ნომერი.

ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები:

მოცულობა – 5-7 გვერდი,  სილფაენი, შრიფტის ზომა – 11, ხაზებს შორის დაშორება – 1.15. ნაშრომი უნდა შეიცავდეს თავფურცელს, სქოლიოსა და ბიბლიოგრაფიას. ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

მოხსენების კრიტერიუმების სანახავად ეწვიეთ ბმულს https://goo.gl/UNPzp8

კონფერენციის ეტაპები:

ნაშრომები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ–ფოსტაზე: moxalisehera@gmail.com. ველში მიუთითეთ „კონფერენცია“. ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა: 5 ოქტომბერი , 23:59 სთ; პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება.  ნაშრომებს განიხილავს კომისია. შერჩეულ მონაწილეებს დაუკავშირდებიან 10 ოქტომბერს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: moxalisehera@gmail.com