საკადრო პოლიტიკა

ასოციაცია ,,ჰერა XXI” – უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ პირობებს ყველა თანამშრომლისა და დასაქმების განმაცხადებლისათვის და არ უშვებს დისკრიმინაციას არავითარი მიზეზით, რაც იკრძალება კანონით, მათ შორის რასა, ფერი, სქესი, ასაკი, რელიგია, წარმოშობა, ქმედუუნარობა, ოჯახური მდგომარეობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენი განზრახვაა და სურვილი, რომ დასაქმების, სამუშაოზე აყვანის, შერჩევის, ანაზღაურების, დაწინაურების, დაქვეითების, სამუშაოდან გათავისუფლების, დასაქმების შეწყვეტის და დასაქმების ყველა სხვა პირობაში უზრუნველყოფილი იქნას თანაბარი შესაძლებლობები.

თანამშრომლებს მოეთხოვებათ, ამ პოლიტიკის ნებისმიერი დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენონ თავიანთი ზედამხედველი საქმის კურსში. ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც დაარღვევს ამ პოლიტიკას ან შეგნებულად სამაგიეროს გადაუხდის იმ პირს, რომელიც გაამჟღავნებს ან გაასაჩივრებს აღნიშნული პოლიტიკის დარღვევას დაუყოვნებლივ დაექვემდებარება დისციპლინარულ სანქციას, და შესაძლოა გათავისუფლებული იქნას სამუშაოდან.

კადრების მიღებისა და გათავისუფლების პროცედურები:   პიროვნების დახასიათების დაწერაგანცხადების პაკეტის გაგზავნათანმხლები დოკუმენტაცია;კანდიდატურების მოკლე სიის შედგენა რეკომენდაციებიგასაუბრებაგადაწყვეტილების მიღება;  სამუშაო საათები და დროის გრაფიკიარა სამუშაო დღეება;

საქმიანობის შეფასება

თანამშრომელი მიერ განხორციელებული საქმიანობა ფასდება წლის განმავლობაში და არის მიმდინარე პროცესი. ხოლო, საქმიანობის ოფიციალური შეფასების გასაუბრება ჩატარდება წელიწადში ერთხელ. მისი მიზანია: კონსტრუქციული ინფორმაციის მიწოდება; მიღწევების დადასტურება; მიმდინარე საქმიანობის შედარება მოლოდინთან და საქმიანობის განვითარების გეგმების ერთობლივად ჩამოყალიბება. შეფასების საფუძველია სრული საქმიანობა და არა ცალკეული შემთხვევა. დაუშვებელია, რომ თანამშრომლის საქმიანობის ძლიერმა ფაქტორმა გავლენა იქონიოს სხვა ფაქტორზე, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას, ან სხვა ფატორზე, რომელიც სუსტია იმისათვის, რომ გავლენა იქონიოს სხვა შეუსრულებელ ფაქტორზე. პირად გრძნობებს არ მისცეთ საშუალება, რომ გავლენა იქონიონ შეფასებაზე. კონსტრუქციული კომენტარები შეფასების ძირითად ელემენტებს წარმოადგენს. დადებითი ფაქტორები ისევე უნდა იქნას აღნიშნული, როგორც უარყოფითი. ინფორმაცია უნდა იყოს აღწერილობითი და ინფორმატიული, და არა განსჯის სახის. საქმიანობის შეფასებაში შეტანილი ინფორმაცია პირადია და დიდი სიფრთხილით უნდა იქნას განხილული.