საინფორმაციო საგანმანათლებლო სესიები

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთისთვის“ პრიორიტეტს წარმოადგენს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდა და მათთვის სრულყოფილი სრჯუ განათლების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ამ კუთხით, ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ მართავს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიებს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებასა და საზღვრისპირა რეგიონში. საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ რეჟიმში, რაც მას დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის მეტად  ხელმისაწვდომსა და ეფექტურს ხდის.