რომანტიკული ურთიერთობები

არის თუ არა რომანტიკული ურთიერთობები, სიყვარული და სექსი ერთმანეთზე გადაჯაჭვული ურთიერთობის ფორმები? თუ შეიძლება ურთიერთობა ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთი ან მეორე ფორმით?

სხვადასხვა საზოგადოებაში რომანტიკისა და სიყვარულის შესახებ მოსაზრებები და წარმოდგენები განსხვავებულია. რომანტიკული ურთიერთობა ზოგჯერ (მაგრამ, არა ყოველთვის) ერთგულებასა და ინტიმურობას მოიცავს. როგორც წესი, შეყვარება გულისხმობს ვინმეს მიმართ ნდობას, ლტოლვას, მისით აღფრთოვანებას და ა.შ. თუ ადამიანი გიყვარს მასზე ზრუნავ, იბრძვი მისი კეთილდღეობისა და ბედნიერებისათვის. ყველა ადამიანი საკუთარი კულტურიდან იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის სიყვარული, ვინ შეიძლება ან არ შეიძლება უყვარდეს და როგორ უნდა ან არ უნდა გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები.

სიყვარული ყველასთვის არაა სექსუალური კავშირის აუცილებელი ელემენტი.
სიყვარულის არქონის შემთხვევაშიც კი სექსუალურ პარტნიორებს შორის შეიძლება არსებობდეს ნდობა, მზრუნველობა, პატივისცემა და ურთიერთობით სიამოვნება.

ზოგიერთი ადამიანისთვის კომფორტულია სექსუალური კავშირის სურვილის მოთმენა, ისინი ჯერ აზუსტებენ თუ კონტრაცეფციის რომელ მეთოდს მიმართავენ, რათა მათი სქესობრივი კავშირი იყოს დაცული არასასურველი ორსულობისაგან და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგნ (კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ ინფორმაციას გაეცანით მითითებულ ბმულზე: ჰორმონალური კონტრაცეფცია- http://hera-youth.ge/uploads/Hormonuli_Kontracepcia.pdf ; არაჰორმონალური კონტრაცეფცია- http://hera-youth.ge/uploads/Arahormonuli_Kontracepcia.pdf ). სხვებმა სქესობრივი კავშირი შეიძლება დაუგეგმავად, პარტნიორთან ამ თემის განხილვის გარეშე დაამყარონ. თუმცა, ურთიერთშეთანხმება აუცილებელია ჯანსაღი სქესობრივი კავშირისათვის. ეს ორივე პარტნიორისთვის უზრუნველყოფს კონფორტულობას.

იმ ფაქტორებთან ერთად, რომლებიც ხელს უწყობენ ურთიერთობების განვითარებას, სექსუალური ურთიერთობები, ხშირად, უფრო დამაკმაყოფილებელი, უსაფრთხო და კომფორტულია როდესაც:
● შენზე ზრუნავენ და ახლოს არიან შენთან, არა მხოლოდ ფიზიკურად;
● მიღწეულია ურთიერთშეთანხმება, პატივისცემა და ორივე გრძნობს პასუხისმგებლობას;
● შეგიძლიათ გასცეთ და მიიღოთ სექსუალური სიამოვნება;
● შეგიძლიათ კომფორტულად ისაუბროთ იმაზე თუ რა მოგწონთ ან რა არ მოგწონთ;
● პატივს სცემთ ერთმანეთის უფლებას და არ აკეთებთ ისეთ რამეს, რაც პარტნიორს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს.
● იზიარებთ პასუხისმგებლობას უსაფრთხო და ეფექტური მეთოდების გამოყენებაზე, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;

მომზადებულია ჰერა XXI-ს მიერ