სათემო ჯგუფების განვითარება

ასოციაცია ჰერა XXI ხელს უწყობს სათემო ჯგუფების გაძლიერებას, განვითარებას და ჩართულობას გადაწყვეტილების მღების პროცესში, მისი ინიციატივით შეიქმნა:

  • ჯგუფი “PAPA”- “Positive Attitude Positive Action” – “პოზიტიური დამოკიდებულება, პოზიტიური ქცევა

ასოციაცია ,,ჰერა XXI”-ის მიერ აივ-ინფექცია/შიდსის  პრევენციისა და საზოგადოებაში არსებული სტიგმა-დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით შექმნილია აივ-ინფიცირებულთა, პოზიტიურ ადამიანთა ჯგუფი. ასოციაციის მიზანია აივ/ინფიცირებულთა ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი უნარების გაძლიერება,  რათა მათ შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა და ამ უფლებებით სარგებლობა.  ჯგუფის მუშაობის მთავარი მიმართულებაა აივ-ინფიცირებულთა  პრობლემების გამოვლენა, მათი ანალიზი და რელევანტური პროგრამების შექმნა.

ასოციაცია ,,ჰერა XXI”  PAPA  ჯგუფისთვის  უზრუნველყოფს კონფიდენციალურ, კომფორტულ და მეგობრულ გარემოს. აღნიშნული საკითხი რეგულირდება ასოციაციის შიდა პოლიტიკით და რეგულაციით.

2016 წელს აივ დადებით ადამიანთა სათემო ჯგუფი „პაპა“-ს წარმომადგენელი შევიდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს (CCM) შემადგენლობაში და აქტიურად ადვოკატირებს თემის საჭიროებების პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების პროცესში.

თუ აივ-ინფექცია / შიდსის თემა  თქვენთვის უცხო არ არის და მასთან დაკავშირებული სტიგმის მსხვერპლი თქვენც ხართ, შეგიძლიათ შემოუერთდეთ ,,PAPA” ჯგუფს – ერთად ვეძებოთ გამოსავალი, ერთად დავამარცხოთ არსებული სტიგმა.

  • 2015 წელს სექს მუშაკთა სათემო ჯგუფი „ქალთა ხმა“ გახდა საერთაშორისო ქსელის SWAN წევრი.