განათლება

მიზნობრივი ჯგუფები:

  • ახალგაზრდები
  • სტუდენტები
  • სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები
  • იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები
  • მშობლები
  • მასწავლებლები
  • სკოლის ექიმები
  • ოჯახის ექიმები და ზოგადი პრაქტიკის ექთნები
  • ექიმი რეპროდუქტოლოგები და გინეკოლოგები

ასოციაციის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოდგენს სქესობრივი  და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა საქართველოში.

ა რ ა ფ ო რ მ ა ლ უ რ ი      გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა

საინფორამციო-საგანმანათლებლო სესიები

საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები

თანასწორ-განმანათლებლად გადამზადდა 523 ახალგაზრდა და  ჩატარდა 5125 საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია თბილისის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის ქვემო და შიდა ქართლის რეგიონების სოფლებსა დაქალაქებში მცხოვრები

ახალგაზრდებისათვის.

თანასწორ განმანათლებლები გადამზადდნენ სახელმძღვანელოს „ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში“ მეშვეობით, რომელიც ადაპტირდა 2017 წელს, UNAIDS-ის, WHO-ს, WAS -ის და UNSECO-ს სტანდარტების შესაბამისად.

სახელმძღვანელო ეხმარება ახალგაზრდებს შეიძინონ არქაფორმალური განათლება რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ.

ვებ-საიტი მშობლებისთვის – forparents.ge   მშობლებისთვის.გე

ვებგვერდი მომზადებულია ასოციაცია „ჰერა XXI-ის“ მიერ.

ვებ-გვერდი მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე, რათა მიაწოდონ შვილებს სწორი და ასაკზე მორგებული ინფორმაცია

ტრენინგები პროფესიული ჯგუფებისთვის

ჩატარდა 60-ზე მეტი ტრენინგი და გადამზადდა 600-ზე მეტი სერვისის მიმწოდებელი (მეან-გინეკოლოგი, ექთანი, ბებიაქალი, ოჯახის ექიმი) ოჯახის დაგეგმვისა და აბორტის წინა და შემდგომ კონსულტირების თანამედროვე ტექნოლოგიების, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების, უსაფრთხო აბორტის, სქესობრივი და რეპროდუქციული უფელბების, პაციენტის უფლებების, გენდერული მიდგომებისა და ხარისხიანი მომსახურების პრინციპების შესახებ.

სასწავლო კურსი მასწავლებლებისთვის და თანასწორ-განმანათლებელებისთვის

ტრეინინგის სამიზნე ჯგუფები:

  • თანასწორ-განმანათლებლებისთვის
  • მასწავლებლებისთვის
  • არაფორმალური განათლების მუშაკები

ფ ო რ მ ა ლ უ რ ი     გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა 

ონლაინ სასწავლო კურსი სამედიცინო პერსონალისთვის

სასწავლო კურსი სამედიცინო პერსონალისთვის

სამიზნე ჯგუფები:

  • ოჯახის  ექიმები
  • რეპროდუქციული ჯანდაცვის პროფილის ექიმები
  • ზოგადი პრაქტიკის ექთანი

სასწავლო კურსის მიზანი:

მონაწილემ შეიძინოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, განაახლოს, გაიღრმავოს  რეპროდუქციული სფეროს გავრცელებული პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი ცოდნა; განავითაროს და  გააუმჯობესოს პაციენტთან ეფექტური კომუნიკაციის ასევე პრობლემების დროული ამოცნობის,  მართვის  (მათ შორის  მტკიცებებზე დაფუძნებული კლინიკური გაიდლაინების გამოყენებით) და  პრევენციის    (არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება, უსაფრთხო აბორტი) უნარ–ჩვევები.

ელექტრონული კურსი სკოლის ექიმებისათვის

ტრენინგის სამიზნე ჯგუფებია:

  •  სკოლის ექიმები

ტრენინგის მიზანია:

  • მოზარდთაბიო-ფსიქო-სოციალური, მათ შორის რეპროდუქციული განვითარების და ჯანმრთელობის შესახებ სკოლის ექიმების მოზარდთან და მის ოჯახთან  ინტერაქციის ეფექტური განხორციელებისათვის პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენა.