ასოციაცია ჰერა XXI-ს ახალგაზრდული ჯგუფი
ასოციაცია ჰერა XXI-ს ახალგაზრდული ჯგუფები განახლებული შემადგენლობით და განახლებული სტრატეგიით აგრძელებენ მუშაობას.
ახალგაზრდული ჯგუფების მუშაობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას, ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთლობის და უფლებების საკითხების წინ წამოწევას, რათა გაძლიერდეს ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების და იმპლემენტაციის პროცესში, როგორც ორგანიზაციის ისე სახელმწიფო დონეზე. პროგრამის ფარგლებში შერჩეული აქტიური ახალგაზრდები ჩართული არიან ასოციაციის საქმიანობაში, სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო-საგანმანათლებლო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ასოციაცია ჰერა XXI-ის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ორგანიზაციულ საქმიანობაში.
დღესდღეობით, ასოციაცია ჰერა XXI-ის ახალგაზრდული ჯგუფები აქტიურად მუშაობენ საქართველოს დედაქალაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში.