ადვოკაცია

ასოციაცია ჰერა XXI-ის პრიორიტეტია სოციალური, ეკონომიკური, საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ:

ასოციაციის ინიციატივით და მხარდაჭერით შექიმნა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია სახელწოდებით – „კოალიცია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის“ რომელიც 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას, დამოუკიდებელ ექსპერტსა თუ მედიის წარმომადგენელს აერთიანებს.

ასოციაცია ჰერა XXI იყენებს საერთაშორისო მონიტორინგის ინსტრუმენტებს CEDAW (ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია), ICCPR (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი); UPR (უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა) და აქტიურად ადვოკატირებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისთვის.

საზოგადოების ფართო მასების ცნობიერების ამაღლების და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით 2015 წელს შეიქმნა ტელესტუდია სახელწოდებით „რეპრო სტუდია“, რომელიც ამზადებს სატელევიზიო გადაცემა „ალტერნატიულ აზრს“. გადაცემა გადის ყოველ შაბათს 18:00 საათზე ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის” ეთერით.