კოალიცია ”რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის” წევრებისა და ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

2017 წლის 27 იანვარს, გაიმართა კოალიცია ”რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის” წევრებისა და ექსპერტთა ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა.

ასოციაცია “ჰერა XXI“-მა 2016 წელს მუშაობა დაიწყო რეპროდუქციულ უფლებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადების მომზადების თაობაზე.
შეხვედრაზე კოალიციის წევრებს და დარგის ექსპერტებს წარედგინათ საკანონმდებლო წინადადების დოკუმენტის სამუშაო ვერსია, გაიმართა დისკუსია / მსჯელობა და დაიგეგმა ერთიანი სამომავლო სამუშაო გეგმა და აქტივობები.