კოალიცია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის აცხადებს რეგიონული ორგანიზაციების შერჩევას ინიციატივისთვის „ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება საერთაშორისო დონეზე ქალთა უფლებების კოალიციური ადვოკატირების ხელშეწყობის კუთხით“

მოკლე აღწერა

ასოციაცია ჰერა XXI-ის პრიორიტეტია სოციალური, ეკონომიკური, საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებები სმიმართულებით. 2014 წელს ასოციაციის ინიციატივით და მხარდაჭერით შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია სახელწოდებით – „კოალიცია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის“ რომელიც 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის ფარგლებში საერთაშორისო მონიტორინგის ინსტრუმენტების (UPR, CEDAW, ICCPR) მეშვეობით ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ასოციაცია აქტიურად ადვოკატირებს პოლიტიკის დონეზე საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის.

კოალიციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქალთა უფლებებზე მომუშავე რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერება ადვოკატირების მიმართულებით, რათა ხელი შეეწყოს რეგიონებში მცხოვრები გოგონებისა და ქალების საჭიროებებზე ორიენტირებული მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირების პროცესს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ამ მიზნით, ასოციაცია ჰერა ოცდაერთი კოალიცია „რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების“ ფარგლებში აცხადებს რეგიონული ორგანიზაციების შერჩევას. შერჩეული ორგანიზაციები ჩაერთვებიან კოალიციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებში, ექნებათ წვდომა კოალიციის რესურსებსა და უნარების გაძლიერების სხვადასხვა შესაძლებლობებზე.

ინიციატივის პირველი ეტაპი მოიცავს დისტანციური სემინარების ციკლს თემაზე „მდგრადი განვითარების მიზნები და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები“.

 

 

ონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან და საქმიანობენ საქართველოში. უპირატესობა მიენიჭებათ რეგიონულ ორგანიზაციებს.

ორგანიზაციებს რეგიონებში, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;

ორგანიზაციებს, რომელთა პროექტების პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები.

თითოეულ ორგანიზაციას შეუძლია მაქსიმუმ 2 კანდიდატის ნომინირება. სავალდებულოა ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, გთხოვთ წაროგვიდგინოთ ორგანიზაციის საქმიანობის მოკლე აღწერა და კოალიციის წევრობაზე ნომინირებული 2 კანდიდატის მონაცემები მეილზე cso.coalition1@gmail.com არა უგვიანეს 31 ივლისის სამუშაო დღის ბოლომდე.

 

ინიციატივის მოსალოდნელი შედეგები

კოალიციური მუშაობის შედეგად კოალიციის წევრებს შეუძლიათ:

–             გაერკვნენ საერთაშორისო მონიტორინგის ინსტრუმენტების არსსა და პრინციპებში;

_          ფლობენ ინფორმაციას CEDAW კომიტეტში არსებული საადვოკაციო პროცესებისა და მექანიზმების შესახებ

_           დააკავშირონ პოლიტიკის დონეზე მიმდინარე ცვლილებები საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის შესრულების პროცესს;

_    არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ წარუდგინონ ჩრდილოვანი ანგარიში მთავრობის ანგარიშის პარალელურად (დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ადამიანის უფლებების რეალიზების შესახებ, იმ საკითხების და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ასახვა, რომლებიც მთავრობის ოფიციალური  ანგარიშის მიღმა რჩება) და შესაბამის კომიტეტს მოუწოდონ ქვეყნის განხილვისას მხედველობაში მიიღონ მათ მიერ განხილული საკითხები.

_           კოალიციის ფარგლებში გაუზიარონ წევრ ორგანიზაციებს რესურსები, გამოცდილებები და საუკეთესო პრაქტიკები;

_           გაზარდონ ცნობადობა და პოზიციონირება, როგორც ქალთა უფლებებებზე მომუშავე ორგანიზაციამ;

_     საერთაშორისო  პროცესებში  ჩართულობა; საერთაშორისო არენაზე მათი ხმის გაჟღერებისა და ადვოკატირების შესაძლებლობა;

_        კოალიციის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ კომიტეტებთან უშუალო ადვოკატირება ჟენევის სესიებში მონაწილეობით;

–             კოალიციის მიზნებისა და საკუთარი ორგანიზაციის სამუშაო პროგრამული მიმართულებებისა და რესურსების ანალიზის გამოავლინონის საკითხები, რისი ადვოკატირებაც სურთ CEDAW კომიტეტის ჩდილოვან ანგარიშზე მუშაობის პროცესში;

_          ფლობენ ანგარიშზე მუშაობის ტექნიკურ უნარებს ;

–             გამოავლინონ დაინტერესებული  მხარეები და მუშაობის სტრატეგიები;

–             ჩამოაყალიბონ ინდივიდუალური საადვოკაციო სამოქმედო გეგმა;