კარიერა

ასოციაცია  ,,ჰერა XXI”   უზრუნველყოფს   დასაქმების  თანაბარ  პირობებს  ყველა თანამშრომლისა  და  დასაქმების  განმცხადებლისათვის  და  არ  უშვებს დისკრიმინაციას  არავითარი  მიზეზით,  რაც  იკრძალება  კანონით,  მათ  შორის რასა,  ფერი,  სქესი,  ასაკი,  რელიგია,  წარმოშობა,  ქმედუუნარობა ,  ოჯახური  ან ჯანმრთელობის  მდგომარეობა.

თანმხლები  დოკუმენტაცია

ყველა  მსურველი, რომელიც განცხადებას  გამოეხმაურება  ელ-ფოსტით,  ტელეფონით, მოეთხოვება  მისი  უნარების,  გამოცდილებისა  და  კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის   (CV და თანმხლები წერილი )  გაგზავნა. კანდიდატურებისაგან  მოითხოვება რეკომენდაციები  (ინსტიტუტიდან; წინა სამუშაო ადგილიდან და სხვა)  გასაუბრებამდე.

გადაწყვეტილების  მიღება

წარმატებული  კანდიდატურა  განისაზღვრება  აღმასრულებელი  დირექტორის  მიერ და  მას კონტრაქტი უფორმდება გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული ვადის წარმატებით  დასრულების შემდეგ, განისაზღვრება ძირითადი პირობები და შეთანხმება კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. წარუმატებელი კანდიდატურები პასუხს მიიღებენ ელ-ფოსტის, ტელეფონის საშუალებით.

კანდიდატურის  შერჩევის  დროს, ასოციაციის  მხრიდან უპირატესობა  ენიჭება  25  წლამდე ახალგაზრდა აქტიურ პიროვნებას, განსაკუთრებით  მათ  ვისაც  სურს  იყოს  მოხალისე  იმავე სფეროში  და  სასურველია  იმავე  ორგანიზაციაში  საკონკურსო  პოზიციაზე.