ჰერა XXI-ის თანასწორ-განმანათლებლებმა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები სამცხე-ჯავახეთში ჩაატარეს

აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ჩვენმა თანასწორ-განმანათლებლებმა (Tamar Maisuradze Mariam Nadiradze) საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები სამცხე-ჯავახეთში ჩაატარეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ახალგაზრდებმა გაიცნეს ორგანიზაცია და ჩვენი ახალგაზრდული აქტივობები, ისაუბრეს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და მის მნიშვნელობაზე, განიხილეს ოჯახის დაგეგმვის მეთოდები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და მათი პრევენციის შესაძლებლობები.

აქტივობა განხორციელდა „ჰერა XX“-ის კამპანიის ფარგლებში „ახალგაზრდებზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა.“