
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე
12 აგვისტო ახალგაზრდების საერთაშორისო დღეა! ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1999 წლიდან აღინიშნება და ყოველ წელს სხვადასხვა სლოგანის ქვეშ აერთიანებს მილიონობით ახალგაზრდას მთელი მსოფლიოდან. 2017 წლის მესიჯია – „ახალგაზრდები მშვიდობისათვის“.
წლევანდელი ღონისძიებები ფოკუსირებულია ახალგაზრდების წვლილზე კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობის მშენებლობაში.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია ’ჰერა XXI-მ გამოაცხადა ახალგაზრდული იდეების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებს დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა მიეცათ.
გამარჯვებულმა ახალგაზრდებმა 11, 12 და 13 აგვისტოს ოზურგეთში, ხულოში, ბათუმსა და თბილისში საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები და პრომო აქციები ჩაატარეს. ჩვენმა მოხალისეებმა და აქტივისტებმა ახალგაზრდებს მიულოცეს აღნიშნული დღე, მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ და ესაუბრნენ ახალგაზრდების როლზე მშვიდობის მშენებლობაში.