ასოციაცია “ჰერაXXI”-მა „შავი პროტესტი“-ს სახელით ცნობილ სემინარში მონაწილეობა მიიღო

ASTRA Network-ის წევრმა ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღეს „შავი პროტესტის“ მეორე საპროტესტო ტალღაში ვარშავაში, სადაც ყოველწლიური სემინარი მინდინარეობდა ქალთა უფლებების ადვოკატირების თემაზე.

ASTRA Network-ის მისიაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქალთა რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა. ASTRA Network 1999 წელს შეიქმნა და მასში გაერთიანებულია 20 ქვეყნის  37 არასამთავრობო ორგანიზაცია, 10 წელზე მეტია ASTRA Network-ის წევრი ორგანიზაციაა ასოციაცია “ჰერა XXI “, რომელიც 15  წელზე მეტია ხელს  უწყობს რეპროდუქციული  ჯანმრთელობისა  და  უფლებების  წინ  წამოწევას საქართველოს მოსახლეობაში. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ნინო წულეისკირი შეურთდა პოლონეთში მიმდინარე  „შავ პროტესტის“ აქციას რომელიც მიზნად ისახავდა  სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვასა და რეალიზებას.