ასოციაცია „ჰერა XXI“ ხობში!

27 თებერვალს, ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ჩაატარა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტეის სოფ. პირველი მაისის ახალგაზრდულ ცენტრში.

შეხვედრა მშობელთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების შესახებ კამპანიის ნაწილია, შესაბამისად, დამსწრე აუდიტორიას ძირითადად მშობლები და მასწავლებლები შეადგენდნენ. თუმცა, ორგანიზაციის საქმიანობით ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ.

 

კამპანიის ყოველი მომდევნო შეხვედრა უფრო მეტად ნაყოფიერი და საინტერესოა. დისკუსიისას მშობლებმა და მასწავლებლებმა გაიხსენეს საკუთარი გამოცდილება და ხაზგასმით აღნიშნეს მოზარდების ინფორმირებულობის მნიშნელობა რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე.

ამავე დღეს, ორანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერი შეხვდა სოფ. პირველი მაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს. ორგანიზაციის ახალგაზდული ჯგუფისა და მოხალისეობრივი აქტივობების პრეზენტაცის შემდეგ, ჩატარდა გასაუბრება ხობის ახალგაზრდული ჯგუფის წევრების შესარჩევად. აღნიშნული ჯგუფი იქმნება „ჰერა XXI“-ის ბაზაზე და წარმოადგენს ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის ნაწილს სამეგრელოს რეგიონში.