
ასოციაცია “ჰერა XXI”-ს ინიციატივით ჟურნალისტებისთვის სალექციო კურსი ჩატარდა
📚🤝ასოციაცია ჰერა-XXI- სა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის(SEU) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დასრულდა სალექციო კურსი “სენსიტიური თემების გაშუქება მედიაში”.
🎯 კურსის მიზანს წარმოადგენდა მომავალი პროფესიონალებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათი როლის გააზრება ისეთი სენსიტიური და კომპლექსური საკითხების გაშუქებისას, რომელსაც ეს სფერო აერთიანებს.
👩🏫 კურსი ოთხი სალექციო შეხვედრისგან შედგებოდა,რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტიკის და მომიჯნავე მიმართულების სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა და გაეუმჯობესებინად მათი პრაქტიკული უნარჩვევები.
📊📈📋კურსის განმავლობაში მონაწილეებმა იმუშავეს ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც მოიცავდა საკონკურსო ნაშრომის მომზადებას სენსიტიური რეპორტინგის ტექნიკების გამოყენებით.
📣კონკურსის შედეგად გამოვლინდა საუკეთესო ნაშრომის 3 ავტორი რომელსაც გადაეცათ პრიზები