ასოციაცია ჰერა XXI-ს თანასწორ-განმანათლებელმა ქ. ქუთაისის ახაგაზრულ ცენტრში ჩაატარა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია

კამპანიის – „ახალგაზრდაზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე- შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა“ – ფარგლებში ერთ-ერთი პირველი საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია ჩატარდა ქ. ქუთაისის ახაგაზრულ ცენტრში. სესიას უძღვებოდა „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებელი Mariam Chakvetadze.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ადრეულ ქორწინებასა და ქალთა უფლებებზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში. ასევე, განიხილეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი მნიშვნელობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვისთვის.

შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობით წარიმართა.