
თარიღი:
14/09/2018
ასოციაცია „ჰერა XXI“-მა 8-9 სექტემბერს, ჩაატარა ტრენინგი ექთნებისთვის, „რეპროდუქციული ჯანმრთელობა საექთნო პრაქტიკაში“
ტრენინგის მიზანი იყო მსმენელებს მიეღოთ ცოდნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მიდგომებზე, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და ფსიქო-სოციალურ ასპექტებზე, მათი კომპეტენციის შესაბამისად.
ტრეინინგს უძღვებოდა, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მაკა გეგეჭკორი.
ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასოციაცია „ჰერა XXI“-ი მისი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, მუდმივად ზრუნავს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
0