ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ჩაატარა კიდევ ერთი შეხვედრა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფთან

გასულ კვირას ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ჩაატარა კიდევ ერთი შეხვედრა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფთან. შეხვედრა გაიმართა თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ოფისში.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მომავალი მკვლევრებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც გულისხმობდა საველე სამუშაოების სიმულირებას.