ასოციაცია „ჰერა XXI“-მა მონაწილეობა მიიღო ქ. ქუთაისში გამართულ მოხალისეობის გამოფენაში

ღონისძიება გაიმართა 18 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  და მასში მონაწილეობდნენ სხვადსხვა საფეხურისა და ფაკულტეტის ახალაგზრდები.

„ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ორგანიზაციაში მოხალისეობის შესაძლებლობებზე, ასევე, გააცნეს „ჰერა XXI“-ის სერვისები და პროექტები.

საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა – როგორ გოგონები, ისე ბიჭები – დაინტერესდა ორგანიზაციის საქმიანობით. ისინი აღნიშნავდნენ რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით მუშაობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოებისთვის და სურვილს გამოთქვამდნენ ჩართულიყვნენ „ჰერა XXI“-ის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.

 მადლობას ვუხდით ყველა სტუდენტს, რომელიც დაინტერესდა „ჰერა XXI“-ის ახალგაზრდული პროექტებით და მათ, ვინც შეუერთდა ჩვენს მოხალისეთა გუნდს.