ასოციაცია “ჰერა XXI” იწყებს მონაწილეთა შერჩევას ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჰერა XXI“ იწყებს  მონაწილეთა შერჩევას ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგისთვის (TOT)

გახდი „ჰერა XXI“-ს თანასწორ განმანათლებელი!

ვიწვევთ აქტიურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ გახდნენ თანასწორ-განმანათლებლები.

დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვთხოვთ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdMCUea_Mz7bGUT-vWBaWk3wNNHbb2mp0NhsQdczC44ydqacA/viewform

უპირატესობა მიენიჭებათ სოციალური მეცნიერებების (ფსიქოლოგია, სოციალური მუშაობა, სოციოლოგია) დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

რას მიიღებს თითოეული ახალგაზრდა ტრენინგში მონაწილეობით?

  • ცოდნას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ;
  • ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ;
  • საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის შესაძლებლობას;
  • ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ თავად ჩაერთონ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებში და მიღებული ცოდნა გაუზიარონ თანატოლებს დედაქალაქისა და რეგიონების უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებსა თუ სკოლებში.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 1 მარტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე moxalisehera@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 2 14 28 53.

ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:http://hera-youth.ge/