ასოციაცია “ჰერა XXI”-ის პოზიცია მაესტროს ეთერით გასული გადაცემის “აბორტი, როგორც განაჩენი”-ს შესახებ

მასმედიის საშუალებებს და მათ წარმომადგენლებს აქვთ ძალიან დიდი როლი და გავლენა, საზოგადოებრივი აზრის, განწყობების ფორმირების პროცესში.

საქართველოში,დღეს ტელევიზია მასობრივი ინფორმაციის გავრცელების ერთერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა და მაღალი დაფარვიანობით ხასიათდება. განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტელევიზორი ინფორმაციის მიღების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. 2018 წელს, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის[i] მიხედვით, მოსახლეობის 72 % ინფორმაციაის მიღების პირველ წყაროდ სწორედ ტელევიზიას ასახელებს. ამიტომ მოქალაქეების ნაწილი ხშირ შემთხვევაში ისე აღიქვამს  სინამდვილეს როგორც ეს  ტელევიზორიოდან მოჩანს.

მედია კი, როგორც მოსახლეობის განმანათლებელი,განმავითარებელი,ობიექტური, ინფორმირებული არჩევანის  მხარდამჭერი, ხშირად ვერ  ასრულებს მის ამ ძირითად  და ძალიან მნიშვნელოვან როლს. განსაკუთრებით როცა საქმე ქალთა ჯანმრთელობას,უფლებებს და მათ კეთილდღეობას ეხება.

სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული საკითხები,მიუხედავად მისი მნიშვნელობისა და გავლენისა ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე ნაკლებად იქცევს მასმედიის წარმომადგენლების ყურადღებას.

თემები რომლის შესახებაც გვსმენია  ტელევიზორითა თუ სოციალური მედიით ყოველთვის დამდგარ შედეგზე გვამცნობს.გვატყობინებს ისტორიის მხოლოდ ერთ მხარეს  და უმეტეს შემთხვევაში მაყურებელს სუბიექტის განსჯისაკენ მოუწოდებს და აღრმავებს იმ მითებსა და სტერეოტიპებს რომელიც აფერხებს განვითარებას,აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ საკმაოდ ფესვგადგმულ შიშს თანამედროვე მიდგომების ან სიახლის მიმართ.

გვსურს გამოვეხმაუროთ 3 აპრილს,მაესტროს ეთერით გასულ გადაცემა ,,მაესტროელები“-ში განხილულ თემას დასახელებით ,,აბორტი როგორც განაჩენი“. დამაბნეველი და გაურკვეველია გადაცემის სათაური,გაუგებარია რა განაჩენზეა საუბარი და ვისთვის? რისი თქმა სურს ავტორს ან რა არის ძირითადი გზავნილი?!

გადაცემამ რომლის იდეას და მიზანს წესით აბორტის თემის განხილვა სწორი ინფორმაციისა და აქცენტების გაშუქება წარმოადგენდა  ნამდვილად ვერ გაამართლა ვერც ჩანაფიქრი და ვერც მისი მიზნები.თუმცა საკმაოდ წარმატებით  მოახდინა ქალების დისკრიმინაცია, მათი უფლებების უგულვებელყოფა და სიძულვილის ენის წახალისება საზოგადოებაში რომელიც ისედაც ნაკლებად წყალობს ქალს.

გადაცემაში წარმოდგენილი მიკერძოებული,სტიგმით გაჯერებული მესიჯები წარმოაჩენდა ქალს როგორც უპასუხიმგებლო,უგულო,ამორალური და უზნეო ქცევის მქონე არსებას რომელმაც მიიღო ,,სასტიკი გადაწყვეტილება“  და ,,გაანადგურა სიცოცხლე“. მთელი გადაცემის განმავლობაში არავის უხსენებია ქალი როგორც მთავარი მოქმედი პირი და არავის განუხილავს მისი ჯანმრთელობა,უფლებები და ის სოციალურ-ეკონომიკური ფონი რომელიც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ქალის ცხოვრებაში.

არავის  უსაუბრია ქალთა პირადი ისტორიების შესახებ, რომლებსაც ჰქონიათ მსგავსი გამოცდილება.არავის უკითხავს მათთვის რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება,რას განიცდიან,იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება მათთვის ადვილი და არის თუ არა საჭიროებისამებრ  ეს სერვისი მათთვის ხელმისაწვდომი,ვინ არის მათ გვერდით და დასჭირდათ თუ არა ფსიქოლოგის დახმარება,იცის თუ არა პროცედურის შესახებ, რამდენად უსაფრთხოდ თვლის მას და რა დაბრკოლებებს ხვდება საკუთარი უფლების რეალიზების გზაზე.

მიუხედავად იმისა რომ საკითხი ქალს ეხება და უნდა ითვალისწინებდეს მის აზრს და საჭიროებას სერვისის ორგანიზების,მიწოდების თუ შეფასების პროცესში რესპონდენტთა უმეტესობის მხრიდან (სახალხო დამცველის აპარატის გარდა) თემა არ განხილულა,მტკიცებულებების წარმოდგენით,კვლევაზე დაყრდნობით არამედ  მოხდა პირადი მოსაზრებებისა და განწყობების საფუძველზე ქალთა განსჯა და მისი ,,ყველაზე მნიშვნელოვანი“, ,,გამრავლების“ ფუნქციის და როლის წარმოჩინება.

გადაცემამ აქტუალურ თემად აქცია აბორტის აკრძალვა და ფართოდ ადვოკატირებდა ქალის ამ უფლების შეზღუდვას.მოვისმინეთ სრულიანდ არაკომპეტენტური  მოსაზრებები ზიგოტის (განაყოფიერებული კვერცხუჯრედის) სულიერების შესახებ და აბსოლიტურად არასწორი და კანონსაწინააღმდეგო კვალიფიკაცია რომ ,,ზიგოტის მკვლელობა  არის უმწეოს მკვლელობა რომელიც კვალიფიცირდება როგორც  განზრახ მკვლელობა უმწეოს მიმართ დამამძიმბელ გარემოებაში და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს“.რომ ქალებმა ყველანაირი გამონაკლისის გარეშე მათ შორის გაუპატიურება უნდა მოავლინონ ახალი სიცოცხლე და უარი თქვან ამ ,,მომაკვდინებელ აქტზე“.

აღსანიშნავია,რომ საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და  პროცედურა კანონით ნებადართულია და აღიარებულია ქალის უფლებად. როგორც ადამიანის უფლებებისა და რეპროდუქციული უფლებების განუყოფელი ნაწილი. ,,ჩემი სხეული ჩემი უფლებაა“ ანუ ქალი გადაწყვეტილებას იღებს მის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე და მას ვერავინ შეუზღუდავს დამოუკიდებელი არჩევანის თავისუფლებას.

საკითხის როგორც დადებით ასევე უარყუოფით კონტექსტში განხილვა  დიდ ზეგავლენას ახდენს მედიცინის, პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

გადაცემაში წარმოდგენილი თვალსაჩინო თუ საინფორმაციო მასალა ახდენდა აბორტის პროცედურასთან დაკავშირებული რისკების განზრახ დამახინჯებას,გაზვიადებას და მის საზიანო,საშის კონტექსტში განხილვას.როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით(WHO) აღნიშნული ითვლება ერთერთ ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროცედურად მისი სათანადო წესით ჩატარების შემეთხვევაში.

არასწორი ტერმინოლოგია, ფოტო-ვიდეო მასალა  რომელიც მოიცავდა  ბავშვისა და ემბრიონის,კანონისა და რეგულაციების გაიგივებას,კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაციას,სრულიად არარელევანტურ ფორმალინით სავსე შუშაში  მოთავსებულ დიდი ვადის ნაყოფის ვიდეო კადრებს და მათ შედარებას აბორტის პროცედურასთან,გზავნილით რომ ,,აღნიშნულის ჩვენებამ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა”, გუსლიცემა,ჩვილი ბავშვის ტირილი და დაბადების კადრები,ახალშობილის ფოტოები,აბორტის პროცედურის ამსახველი არაკომპეტენტური გრაფიკული ვიდეო ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს, თემის სტიგმატიზაციას და ქალებზე მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

გვინდა ავღნიშნოთ, რომ თემის მსგავსად არაკომპეტენტურად წარმოჩინება არამხოლოდ მასმედიის უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს არამედ,მძიმედ აზიანებს ქალთა უფლებებს და წარმოადგენს სიძულვილის ენის პროპაგანდის ცხად მაგალითს.ჟურნალისტების მიერ ამ ,,სასტიკი განაჩენის“ ევროკავშირსა და გაეროს სტანდარტებთან არაკომპეტენტური ასოცირება დამატებით ემსახურება საზოგადოებაში არამხოლოდ ქალთა უფლებების არამედ ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის დისკრედიტაციას და ერთმანეთში ურევს კონკრეტული ფუნდამენტურ უფლებას და პოლიტიკურ საკითხებს.

ჟურნალისტების მიერ ქალთა პირადი და სოციალური ასპექტების ცალსახა უგულებელყოფა საშუალებას აძლევს აბორტის წინაღმდეგ მიმართულ ძალებს გაძლიერდნენ და შექმნან ხელოვნური ბარიერები რომელიც მოახდენს უსაფრთხო აბორტის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას,სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის პროცედურის სტიგმატიზაციას და  არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების შეფერხებას.

ასოციაცია ,,ჰერა-XXI”, მოვუწოდებს ყველა მედია საშუალებას, მომავალში თემის გაშუქებისას ,გაითვალისწინონ ქვეყნის კონტექსტი,საქართველოში არსებული მოქმედი კანონმდებლობა და ტერმინოლოგია, საკითხის კომპლექსურობა,ქალთა უფლებები ,სიძულვილის ენის აკრძალვა და მეტი სიფრთხილით და პროფესიონალიზმით მოეკიდონ მსგავსად სენსიტიური საკითხების გაშუქებას. გადაცემის ორგანიზატორებმა კი აუცილებელია გაიარონ კონსულტაცია კომპეტენტურ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან  თემის სწორი აქცენტებით წარმოჩინების მიზნით.

გადაცემის ჩანაწერი:

https://www.facebook.com/MaestroTVOfficial/videos/263769957904314/

წყარო:

[i] https://www.ndi.org/sites/default/files/NDI_March_2018_Public%20Presentation_Georgian_final%20%281%29.pdf