ასოციაცია „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებლებსა და მოხალისეებს ჩაუტარდათ TOT-ტრენინგი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

30-31 ივლისს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის თანასწორ-განმანათლებლებსა და მოხალისეებს ჩაუტარდათ TOT-ტრენინგი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

ტრენინგზე განხილული ძრითადი თემებია: მოზარდობა და მისი თანმდევი პროცესები; სქესი, გენდერი და მისი მახასიათებლები; რესპროდუქციული ჯანმრთელობა და სერვისები; ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეფციის საშუალებები; უსაფრთხო აბორტის მეთოდები; განაყოფიერება და ორსულობა; ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ.

ამ და სხვა თემების სიღრმისეული ანალიზის გარდა, ტრენინგი მოიცავდა არაერთ საინტერესო აქტივობას – სავარჯიშოსა თუ სიტუაციურ ამოცანას, რომელიც ეხმარებოდა მონაწილეებს საკითხების უკეთ აღქმასა და გააზრებაში.

საბოლოოდ, ტრენინგის ორივე დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ტრენერისთვის – ექიმ-რეპროდუქტოლოგ მაკა გეგეჭკორისთვის – დაესვათ კითხვები მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებზე, რაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მათთვის. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა ახალგაზრდების ინტერესი და მზაობა, რაც შეიძლება მეტი და კვალიფიციური ინფრმაცია მიიღონ რეპროდუქციული ჯანმრთელობასა და უფლებებზე.