ასოციაცია „ჰერა XXI“-ისა და მშვიდობის კორპუსის ერთობლივი გოგონათა ბანაკის, SELF-ის, დასავლეთის ნაკადი უკვე დასრულა

SELF ბანაკში მონაწილეობას იღებენ 13-17 წლის გოგონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომელებიც მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოში, განიხილავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, რეპროდუქციული ჯანმრთელობასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს; სწავლობენ გუნდურ მუშაობასა და შემოქმედებით აზროვნებას; ჩართულები არიან მრავალფეროვან ფიზიკურ და საგანმანათლებლო აქტივობებში.

ბანაკში „ჰერა XXI“-ს წარმომადგენლები იყვნენ Anna Jakeli Maka Chilingarashvili და Lela Vardidze. ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა მონაწილე გოგნებისთვის ჩაატარეს საინფორმაციო სესიები შემდეგ თემებზე: ადამიანის რეპროდუქციული სისტემა, რეპროდუქციული უფლებები და გენდერული თანასწორობა, ადრეული ქორწინება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოხალისეობა და ა.შ.

პირველმა ნაკადმა წარმატებით ჩაიარა, ბანაკის მონაწილე გოგონები თითოეულ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მათ, ასევე, გამოთქვეს სურვილი მინაწილეობა მიიღონდ ჰერა XXI-ის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ მოხალისეობრივ აქტივობებში.