ასოციაცია ჰერა XXI-ეს ინიციატივითა გენდერული საბჭოს კოორდინატორებისთვის და საკრებულოს წევრებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ასოციაცია ჰერა XXI-ეს ინიციატივითა და ორგანიზებით გორის მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭოს კოორდინატორებისთვის და დეპუტატი ქალბატონებისთვის ტრენინგ ჩატარდა.

ტრენინგს გორის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოების კოორდინატორები ესწრებოდნენ.

“გენდერი, გენდერული თანასწორობის ბალანსი, თანასწორობა ეს არის ის საკითხები, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის. თუმცა ამ ინოვაციურ თემებს ლაიტმოტივად ის მავნე ჩვევები უდევს, რომელიც ჩვენ საზოგადოებას ძალიან აწუხებს. ეს გახლავთ: ადრეული ქორწინება, ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა… შესაბამისად ამ საკითხზე მუშაობა დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ გვინდა გვყავდეს ჯანმრთელი, ძლიერი, განათლებული, რეალიზებული ქალები მნიშვნელოვანია რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე. მათ უნდა შეეძლოთ თავად დაგეგმო თუ როდის, რამდენი და რა ინტერვალით იყოლიონ შვილები, უნდა იცოდნენ თუ როგორი ქცევა უნდა ჰქონდეთ რომ მათი ორსულობა იყოს უსაფრთხო. უნდა ესმოდეთ თუ რას ნიშნავს რეპროდუქციული უფლებები და რა შესაძლებლობას აძლევთ მათ ეს უფლებები. უნდა იცოდნენ რას ნიშნავს ხარისხიანი მომსახურება ჯანდაცვის სისტემაში და ხელმისაწვდომობა სერვისებზე ფინანსური თუ ტერიტორიული ბარიერების გარეშე. კომპლექსში ეს ყველაფერი ქალს აძლევს საშუალებას ხელმისაწვდომობა ჰქონდეს მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე. სწორედ ამ საკითხებს მიუძღვენით ღონისძიება რომელიც გენდერული საბჭების კოორდინატორებისთვის და დეპუტატებისთვის ჩავატარეთ. მათ უნდა ჰქონდეთ სწორი და ყოვლისმომცველი ინფორმაცია იმაზე თუ როგორ შეიძლება იყოს ინტეგრირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები გენდერულ საკითხებში. ძალიან შედეგიანი შეხვედრა იყო, კონსტრუქციული საუბარი და დისკუსია შედგა. ისინი ძალიან კარგად იყვნენ ინფორმირებული თავიანთ რეგიონებში არსებულ პრობლემებზე და ამიტომაც არაერთი ცოცხალი მაგალით განვიხილეთ. ბევრი აზრის თანხვედრა მოხდა. დარწმუნებული ვარ ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მუშაობის პროცესში ეფექტურად გამოიყენებენ”-აცხადებს ასოციაცია ჰერა XXI-ეს აღმასრულებელი დირექტორი ნინო წულეისკირი.