ასოციაცია „ჰერა XXI“ ახალციხეში!

23 თებერვალს მშობელთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ასოციაცია „ჰერა XXI“-მა ჩაატარა საინფორმაციო-გაცნობითი სახის შეხვედრა ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში. შეხვედრას მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ მასწავლებლები და ახალციხის მერიის წარმომადგენლები.

აუდიტორია აქტიურად ჩაერთო მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე გამართულ დისკუსიაში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ დამსწრე მასწავლებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ამ საკითხების სასკოლო პროგრამაში შეტანის აუცილებლობის შესახებ. ამავე დღეს, შეხვედრა ჩატარდა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებთან. გარდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებისა, აუდიტორიას გავაცანით ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფი და ის პროექტები, რომლელებსაც „ჰერა XXI“ მოხალისეთა ჩართულობით ახორციელებს.