ასოციაცია „ჰერა XXI“ აცხადებს სტაჟირებას ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის

შერჩეული კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ „რეპრო სტუდიაში“, მიიღონ პროფესიული გამოცდილება, განივითარონ პრაქტიკური უნარ-ჩვევები, ჩაერთონ როგორც სატელევიზიო გადაცემებისა და რეპორტაჟების მომზადების პროცესში, ასევე, ორგანიზაციის საქმიანობაში.

ასოციაცია “ჰერა XXI”-ს ბაზაზე შექმნილი „რეპრო სტუდიის“ მიზანია საზოგადოების ფართო მასების ცნობიერების ამაღლება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდების გზით.

„რეპრო სტუდია“ ამზადებს სატელევიზიო გადაცემათა ციკლს „ალტერნატიულ აზრი“, რომელიც ვრცელდება როგორც ტელევიზიით, ისე სოციალური ქსელების საშუალებით.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაწილეობის მიღება გადაცემების დაგემვის პროცეში;
  • რესპოდენტებთან ურთიერთობა;
  • რეპორტაჟების მომზადება;
  • გადაცემების ჩაწერის პროცესის დაგეგმვა და მენეჯმენტი;
  • პროდიუსერის მითითებების შესრულება და ა.შ.

სტაჟირება არის 3 თვიანი და სტაჟირების ბოლოს  გაიცემა სერთიფიკატი;

დაინტერესების შემთხვევაში, 31 მაისის დღის ბოლომდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@heraxxi.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე: 577311377