ასოციაცია „ჰერა ოცდაერთმა“, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ჩაატარა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია მოზარდებისთვის

27 სექტემბერს, ასოციაცია „ჰერა ოცდაერთმა“, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ჩაატარა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია მოზარდებისთვის რეპროდუქციულოი ჯანმრთელობის საკითხებზე. სესიას უძღვებოდნენ ჩვენი თანასწორ-განმანათლებლები მარიამ კვანჭიანი და სალომე ჭონიშვილი.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სწორ კვებასა და ჰიგიენაზე, ადრეული ქორწინების გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე – ყველა იმ პრობლემაზე, რაც მათ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.
შეხედრა, გარდა თეორიული კომპონენტისა, მოიცავდა თემატური სავარჯიშოებს, რამაც განსაკუთრებით დააინტერესა აუდიტორია.

ახალგაზრდები გაეცნენ ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის მუშაობასა და ახალგაზრდულ აქტივობებს. რამდენიმე მათგანმა გამოთქვა სურვილი შემოუერთდეს ჩვენს მოხალისეთა გუნდს და აქტიურად ჩაერთოს ორგანიზაციის საქმიანობაში.

შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბრიდან დაიწყო რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეული, რომელის ფარგლებში ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ არაერთ ახალგაზრდულ სესიას, პარტნიორულ შეხვედრასა და პრეზენტაციას გამართავს სხვადასხვა აუდიტორიისთვის. აღნიშნული აქტივობა სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

#რეპროდუქციულიჯანმრთელობისკვირეული

#HERAXXI #NationalProbationAgency