ასოციაცია “ჰერა ოცდაერთის” ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია – „ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“

5 დეკემბერს, მოხალისეთა საერთაშორისო დღეს, ასოციაცია „ჰერა ოცდაერთმა“ თბილისის მერიის ააიპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობით ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია – „ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 12-მა ახალგაზრდამ, რომლებმაც წარადგინეს საკუთარი ნაშრომები შემდეგ თემებზე:
• სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ინფორმაციისა და განათლების ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებისთვის საქართველოში;
• ნაადრევი ქორწინება და მისი გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. მოზარდის ორსულობასთან დაკავშირებული რისკები და პრევენცია;
• ადრეული ქორწინება. როგორც ბარიერი განათლებისა და კარიერული განვითარებისთვის;
• ადრეული ქორწინების სოციო-კულტურული შედეგები.

გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ, რომელსაც წარმოადგენდნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ტრენერი მაკა გეგეჭკორი; სსიპ „თბილისის ახალგაზრდული ცნეტრების გაერთანების“ წარმომადგენელი დოდო ჭუმბურიძე და „ჰერა ოცდაერთის“ ბორიდის წევრი მაგდა კოსტავა. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები ორგანიზაციისგან.

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს საკითხით დაინტერესებისა და კონკურსში მონაწილეობისთვის.

#მოხალისეთასაერთაშორისოდღე
#ჰერაოცდაერთი
#გახდიმოხალისე