
თარიღი:
10/12/2017
ასმა – ფილმის ჩვენება და დისკუსია
1 დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ორგანიზებით მზიურის კაფეში გაიმართა ფილმის – „ასმა“ – ჩვენება.
ემოციებით დატვირთულმა ფილმმა, რომლის სიუჟეტი დრამატულად მოგვითხრობს აივ-დადებითი ქალის ისტორიას მაყურებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია იმ პრობლემებსა და სტიგმაზე, რომლებიც აწუხებთ აივ ინფექცია/შიდსის მატარებელ ადამიანებს და ქვეყანაში შიდსის პრევენციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
0