ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე

ასოციაციის ერთ-ერთი საადვოკაციო პრიორიტეტია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ადგილობრივი თემის საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი სამოქმედო გეგმებისა და პოლიტიკების შემუშავებას, პროგრამებისა და მუნიციპალური სერვისების დანერგვას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გენდერული საბჭოებისა და ქალთა ოთახების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას და პოზიტიური გარემოს შექმნას სრჯუს მიმართ.

ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ადვოკატირების ძირითად მიდგომას წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება, ხოლო მთავარ ინსტრუმენტს კოალიციური და ქსელური მუშაობა, თემის ლიდერთა უნარების გაძლიერება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული საკითხების ადვოკატირებისათვის.

“ჰერა ოცდაერთი” ხელმძღვანელობს “კოალიციას რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის”, რომელიც ასოციაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა. კოალიცია 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას, დამოუკიდებელ ექსპერტსა თუ მედიის წარმომადგენელს აერთიანებს და ახორციელებს ადვოკატირებას ადგილობრივ სრჯუ პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.