ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე!

➡️ წელს მსოფლიო 70-ედ აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. 1948 წლიდან მოყოლებული, 10 დეკემბერის აღნიშნვა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ძირითადი პრინციპების – თანასწორობისა და სამართლიანობის – პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

➡️ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წლევანდელი მესიჯი, ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით არის – ჯანმრთელობა ადამიანის უფლებაა (#HEALTH_IS_A_HUMAN_RIGHT)!

➡️ ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ ყოველწლიურად უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. რეპროდუქციული და სქესობრივი უფლებების რეალიზება, ადვოკატირება და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

გთავაზობთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების იმ ნაწილს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვასთან:
🔹 ჯანმრთელობის დაცვის სერვისები ხელმისაწვდომია ყველასთვის, კანონი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას
(დიაკრიმინაცია – უსამართლო ქცევა/ქმედება, შევიწროება და უფლებების დარღვევა);
🔹 თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ სამედიცინო მომსახურება ანონიმურად ან კონფიდენციალურად;
🔹არავის აქვს უფლება გაამჟღავნოს ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კანონით დაშვებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა; კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება ისჯება კანონით;
🔹 ექიმს არ აქვს უფლება უარი გითხრათ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, თუ არ არსებობს ამის რეალური საჭიროება და აღნიშნული სამედიცინო ქმედება არ გამოიწვევს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას;
🔹 თქვენი პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და თქვენ გიცავთ კანონი!

#Stand_up_for_human_rights!